მსოფლიო / 21-04-2026

"თუ ახალი სანქციები არ იქნება, ეს რუსეთს ომისა და აგრესიის გაგრძელებისკენ უბიძგებს"

„ვიმედოვნებთ, რომ დიპლომატია იმუშავებს, მაგრამ ნებისმიერი სცენარისთვის მზად უნდა ვიყოთ. უკრაინა მომავალ ზამთარს სრულად მომზადებული უნდა შეხვდეს.

განვსაზღვრეთ ევროკავშირთან მუშაობის ფორმატი უკრაინისთვის მხარდაჭერის პაკეტის განბლოკვისა და რუსეთზე შეზღუდვების გაგრძელებისთვის. თუ ახალი სანქციები არ იქნება, ეს რუსეთს ომისა და აგრესიის გაგრძელებისკენ უბიძგებს. ევროპამ სისუსტის სიგნალი არ უნდა გაგზავნოს" - უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმერ ზელენსკი.