ტექნოლოგიები / 24-12-2025

"ტრამპის წარმომადგენელმა აშშ-ის დიპლომატებს დაავალა, წინააღმდეგობა გაუწიონ ევროკავშირის ისტორიულ ციფრულ სერვისების აქტს (DSA)"

"ტრამპის ოფიციალურმა წარმომადგენელმა აშშ-ის დიპლომატებს დაავალა, წინააღმდეგობა გაუწიონ ევროკავშირის ისტორიულ ციფრულ სერვისების აქტს (DSA), რომელიც მიზნად ისახავს სიძულვილის გამოხატვისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლას, მაგრამ ვაშინგტონის თქმით, ახშობს სიტყვის თავისუფლებას და ამერიკულ ტექნოლოგიურ კომპანიებს ხარჯებს აკისრებს" - Reuters.

შეგახსენებთ, რომ მედიის ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა შიდა ბაზრის საკითხებში ყოფილ ევროკომისარს, ტიერი ბრეტონს და დეზინფორმაციასთან მებრძოლ ოთხ აქტივისტს სავიზო შეზღუდვები დაუწესა.

Reuters-ის ინფორმაციით, სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, აღნიშნული პირები ევროკავშირის მასშტაბით ამერიკული სოციალური მედია პლატფორმებისთვის ცენზურის დაწესებაში მონაწილეობდნენ.