პოლიტიკა / 14-01-2026

ტრამპის თქმით, თუ ირანის ხელისუფლება საპროტესტო აქციებზე დაკავებულებს სიკვდილით დასჯის, აშშ მკაცრ ზომებს მიიღებს

ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანის ხელისუფლება საპროტესტო აქციებზე დაკავებულებს სიკვდილით დასჯის, აშშ მკაცრ ზომებს მიიღებს.

"ისინი ათასობით ადამიანს კლავენ - თქვენ კი ახლა ჩამოხრჩობაზე მესაუბრებით. ვნახოთ, როგორი იქნება ეს მათთვის. თუ ისინი ასეთ რამეს გააკეთებენ, ჩვენ ძალიან მკაცრ ზომებს მივიღებთ" - ტრამპმა CBS News-თან.