"ჩემო თანამემამულენო, მსოფლიომ არა მხოლოდ დაინახა და გაიგო თქვენი ხმა, არამედ ის ახლა პასუხობს კიდევაც"
"ჩემო თანამემამულენო, მსოფლიომ არა მხოლოდ დაინახა და გაიგო თქვენი ხმა, არამედ ის ახლა პასუხობს კიდევაც. თქვენ უკვე მოისმინეთ აშშ-ის პრეზიდენტის გზავნილი - დახმარება გზაშია. განაგრძეთ ბრძოლა, ისე, როგორც აქამდე აკეთებდით. არ მისცეთ რეჟიმს უფლება, რომ შექმნას ნორმალური ცხოვრების ილუზია.
ამ ხოცვა-ჟლეტის შემდეგ, ჩვენსა და ამ რეჟიმს შორის სისხლის ზღვაა. დაიმახსოვრეთ ამ დამნაშავეების სახელები - ისინი თავიანთი დანაშაულებისთვის დაისჯებიან.
მე განსაკუთრებული მესიჯი მაქვს ირანის არმიის წევრებისთვის: თქვენ ირანის ეროვნული სამხედრო ძალა ხართ, თქვენი მოვალეობაა, რომ თქვენივე თანამემამულეები დაიცვათ. ბევრი დრო არ გაქვთ. შეუერთდით მათ!" - ირანის ბოლო შაჰის ვაჟი, რეზა ფეჰლავი.