ტრამპი: "სიამაყით ვაცხადებ, რომ ისრაელმა და ჰამასმა მოაწერეს ხელი ჩვენი მშვიდობის გეგმის პირველ ეტაპს"
"მე დიდ სიამაყით ვაცხადებ, რომ ისრაელმა და ჰამასმა მოაწერეს ხელი ჩვენი მშვიდობის გეგმის პირველ ეტაპს.
ეს ნიშნავს, რომ ყველა ტყვე ძალიან მალე გათავისუფლდება, ხოლო ისრაელი თანხმობის საფუძველზე გაიწვევს ჯარებს განსაზღვრულ ხაზამდე - როგორც პირველი ნაბიჯი ძლიერი, გამძლე და მარადიული მშვიდობისკენ.
ყველა მხარე სამართლიანად დაფასდება!
ეს არის დიადი დღე არაბული და მუსლიმური სამყაროსთვის, ისრაელისთვის, მეზობელი ქვეყნებისათვის და, რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებული შტატებისთვის!
განსაკუთრებული მადლობა ჩვენს შუამავლებს კატარიდან, ეგვიპტიდან და თურქეთიდან, რომლებმაც ჩვენთან ერთად მოახდინეს ეს ისტორიული და უპრეცედენტო მოვლენა.
ნეტარ არიან მშვიდობის მყოფელნი!" - ამერიკის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი.