ამერიკელი სენატორები: „ქართული ოცნება“ ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიას
"ჩვენ სულ უფრო მეტად შეშფოთებულები ვართ საქართველოში პოლიტიკური სიტუაციის გაუარესებით და ბოლო ადგილობრივი არჩევნების შემდეგ საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული შემაშფოთებელი ქმედებებით. პრემიერმინისტრ კობახიძის გადაწყვეტილება, ოპოზიციური პარტიების კანონგარეშედ გამოცხადებისა და ლიდერების დაპატიმრების შესახებ აღმაშფოთებელია, არადემოკრატიული და კიდევ ერთი მანიშნებელია იმისა, რომ „ქართული ოცნება“ სრულიად არ არის დაინტერესებული ნორმალური პოლიტიკური დიალოგისთვის.
პოლიტიკურად მოტივირებული გამოძიებები და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერების, განსაკუთრებით კი მათი, ვინც მუშაობდა შეერთებული შტატების მთავრობასთან და მისცა ჩვენება ჩვენი კომიტეტის წინაშე - დაშინება, არის მცდელობა ჩაახშონ განსხვავებული აზრი ქვეყანაში, რომელსაც აქვს სიმართლის თქმის ამაყი ისტორია.
ასევე მიუღებელია, რომ საქართველოს მთავრობამ მიზანში ამოიღო აშშ-ის მთავრობის ყოფილი თანამშრომლები უსაფუძვლო ბრალდებებით, თითქოს ისინი ძირს უთხრიან საქართველოს მთავრობას. მოდით, ნათლად ვთქვათ: სწორედ "ქართული ოცნება ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიას და მათ შესაძლებლობას, განსაზღვრონ საკუთარი მომავალი.
ჩვენ მივესალმებით სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას გამოიძახოს საქართველოს ელჩი ამ შემაშფოთებელი მოვლენების განსახილველად და მოვუწოდებთ ტრამპის ადმინისტრაციას განიხილოს საქართველოს მთავრობის ბოლოდროინდელი ქმედებები, სანამ ორმხრივ ურთიერთობებში რაიმე ცვლილებას განახორციელებს.
ჩვენ ვუცხადებთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას ქართველ ხალხს, რომელსაც უბრალოდ სურს თვითგამორკვევის უფლების მოთხოვნა | ვკითხულობთ სენატორების, რიშისა და შაჰინის ერთობლივ განცხადებაში.