სოც. მედია / 04-09-2025 / 195 Views

"ტრამპი, ანუ „დიფ სთეითი“ არ ჩქარობს..." - შათირიშვილი

ოცნების მხარდამჭერი ფილოსოფოსი, ზაზა შათირიშვილი წერილს აქვეყნებს და ტრამპს, ვენსისა და რუბიოს, ფაქტობრივად „დიფ სთეითთან“ აიგივებს. ეს არის ამონარიდი მისი წერილიდან:

„ტრამპიც, რუბიოც და ვენსიც ამ დიდ გადალაგებაში მონაწილეობენ, რასაც „დიფ სტეიტის“ ნამოქმედარისგან, მათი ღიად დაშავებულისგან აშშ-ის გაწმენდა ჰქვია. ისინი ყველაფერს წინა ადმინისტრაციას აბრალებენ და თავად სუფთა ფურცლიდან, ახალი მეთოდებით ასრულებენ პატრონების დავალებებს. ოლიგარქიულმა ოჯახებმა ევროპაში საკუთარი გეგმები 110%-ით შეასრულეს.

დაანგრიეს ევროპის ეკონომიკა, დაასუსტეს რუსეთი, ჩაუჭრეს მას შუა აზია, ცხვირწინ ააცალეს სომხეთი და აზერბაიჯანი, აზიური ტვირთებისთვის გააკეთეს ალტერნატიული დერეფანი ზანგეზურზე და ეს დერეფანი 100 წლით იყიდეს… ახლა, როდესაც ყველაფერი სათავისოდ დაალაგეს, ოლიგარქიულ ოჯახებს, იმავე „დიფ სთეითს“ გარკვეული პერიოდის განმავლობაში შელახული რეპუტაციის აღდგენა და იმ მეთოდების ცვლილება სჭირდება, რაც ხალხმა უკვე იცის და საყოველთაოდ გაუვრცელდათ. სწორედ ამას ვგულისხმობ „დიფ სთეითის“ რებრენდინგში

ტრამპი, ანუ „დიფ სთეითი“ არ ჩქარობს, მას უნდა, რომ ნაბიჯის გადადგმამდე მაქსიმალურად დაასუსტოს, პრობლემები შეუქმნას მის მიერ არაკონტროლირებად საქართველოს მთავრობას და როდესაც საუბრის დრო მოვა, მათ სურთ, მაგიდასთან საქართველო მაქსიმალურად „გალახული“ იჯდეს", - წერს შათირიშვილი.