ბიზნესი / 04-09-2025 / 1215 Views

საქართველო vs თურქეთი - ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ სპორტსმენებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე

საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნულისაფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია.

 

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში, 4 სექტემბერს, 20:00 საათზე საქართველოს საფეხბურთონაკრები შეხვედრას თურქეთთან გამართავს.

საკვალიფიკაციო ეტაპზე, საქართველოს ნაკრები E ჯგუფში თურქეთის, ესპანეთის და ბულგარეთის გუნდებსდაუპირისპირდება. 

ჯამში, 6-ტურიან საკვალიფიკაციო ეტაპზე, თითოეულქულას დიდი მნიშვნელობა მიენიჭება. ჯგუფშიპირველადგილოსანი გუნდი კანადაში, მექსიკასა დააშშ-ში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის საგზურსავტომატურად მოიპოვებს. მეორეადგილოსანი კიმუნდიალისთვის ბრძოლას პლეი ოფის ეტაპზეგააგრძელებს. 

საკვალიფიკაციო ეტაპზე, ვილი სანიოლის გაწვრთნილიგუნდის შემადგენლობა ასე გამოიყურება: 

მეკარე: გიორგი მამარდაშვილი, ლუკა გუგეშაშვილი, დავით კერესელიძე;

დაცვა: გურამ კაშია, ოთარ კაკაბაძე, ირაკლი აზაროვი, ლუკა ლოჩოშვილი, გიორგი გოჩოლეიშვილი, საბაგოგლიჩიძე, საბა ხვადაგიანი;

ნახევარდაცვა: გიორგი ქოჩორაშვილი (სპორტინგი), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა), ნიკა გაგნიძე, ვლადიმერმამუჩაშვილი, ნოდარ ლომინაძე, გიორგი წიტაიშვილი, გიორგი აბუაშვილი, ზურიკო დავითაშვილი, საბალობჟანიძე, ხვიჩა კვარაცხელია;

თავდასხმა: გიორგი მიქაუტაძე, ბუდუ ზივზივაძე, გიორგიგულიაშვილი, გიორგი კვერნაძე.

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისფარგლებში, მეორე შეხვედრას საქართველო 7 სექტემბერს, კვლავ დინამო არენაზე, ბულგარეთისნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ სპორტსმენებს. საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნულისაფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორი.