ბიზნესი / 17-04-2026

სპეციალური შეთავაზება SOLO მომხმარებლებისთვის - დაესწარით სპექტაკლ “შერეკილები”-ს პრემიერას რეზო გაბრიაძის თეატრში

SOLO კულტურული ღონისძიებების მხარდაჭერას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, SOLO-ს, Visa-სა და რეზო გაბრიაძის თეატრის პარტნიორობით, პირველად თეატრის სცენაზე, სპექტაკლის - შერეკილებისპრემიერა გაიმართება.

მომხმარებლებისთვის გამორჩეული შეთავაზებების შექმნის მიზნით კი, SOLO Visa ბარათის მფლობელებს შესაძლებლობა აქვთ, 18 აპრილიდან 21 აპრილის ჩათვლით, ბილეთების წინასწარი შეძენის პირობით ისარგებლონ. ამისათვის, ეწვიეთ ბმულს: https://tkt.ge/show/32185/the-eccentrics

ინფორმაციისთვის, სპექტაკლიშერეკილებირეზო გაბრიაძის ლიტერატურული ნაწარმოების და ესკიზების საფუძველზე შეიქმნა. მამის მრავალრიცხოვან ჩანახატებს და ფრთოსან ფრაზებად ქცეულშერეკილებისამბავს, დადგმის რეჟისორმა, ლეო გაბრიაძემ, სცენური სიცოცხლე მიანიჭა.

რეზო გაბრიაძის მიერ შექმნილი უნიკალური თეატრალური ენა, თოჯინური თეატრის სრულიად ახალი ფორმაა, სადაც ერთმანეთს ერწყმის მაგიური რეალიზმი და პოეტური დრამა, იუმორი და სევდა, აბსურდი და სატირაის  ერთდროულად მარტივიც არის და ძალიან ღრმაც. მთელ მსოფლიოში აღიარებული გაბრიაძის ხელოვნება, როგორც უნიკალური შემოქმედებითი მემკვიდრეობა აგრძელებს ცხოვრებასგაბრიაძის თეატრში“.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, თეატრში ადგილები შეზღუდულია.

გაბრიაძის თეატრის სეზონის მხარდამჭერია SOLO | Visa.