სოც. მედია / 21-01-2026

„სომხეთი და აზერბაიჯანი... პრეზიდენტმა პუტინმა მითხრა: „ვერ ვიჯერებ, რომ ეს ომი მოაგვარე"

სომხეთი და აზერბაიჯანი... პრეზიდენტმა პუტინმა მითხრა: ვერ ვიჯერებ, რომ ეს ომი მოაგვარე. 10 წელი ვცდილობდი ამ ომის მოგვარებას. სომხეთი და აზერბაიჯანი მრავალი, მრავალი წელი იბრძოდნენ. და მოვახერხე ორივე ქვეყნის მეთაურის ჩემს ოვალურ ოფისში მოყვანა. და ერთი ერთ მხარეს დაჯდა, მეორე - მეორე მხარეს.

ერთმა მითხრა: აზერბაიჯანის მეთაური ვარ 22 წელია და 22 წელია მის ხალხს ვკლავდი. და მეორე ჯენტლმენმა, ორივე კარგი ადამიანია, მითხრა: 7 წელია ვარ და 7 წელია მის ხალხს ვკლავდი. და რამდენიმე საათში ერთმანეთის გვერდით იყვნენ და როდესაც დავასრულეთ, ისინი ერთმანეთს ეხუტებოდნენ და დიდი მშვიდობა იყო… მაგრამ პუტინმა მითხრა: ვერ ვიჯერებ, რომ მოახერხე ამ ომის მოგვარება, 10 წელია ვმუშაობდი ამაზე" - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე .