საზოგადოება / 21-01-2026

"მოსამართლე მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ ხანდახან თავიც გაწიროს და უარიც განაცხადოს, რომ: მე, ამას არ გავაკეთებ"

"მოსამართლე, რომელიც მისი კარიერის მანძილზე მიიღებს ერთ უღირს გადაწყვეტილებასაც კი, რაც არ უნდა მასზე ზეწოლა იყოს, რაც არ უნდა სხვა გზა არ ჰქონდეს, ხო, მას თუ არ შეუძლია მისი თავის დაცვა, მისი ღირსების დაცვა, ის სხვას ვერ დაიცავს, ის სხვის ღირსებას, სხვის თავისუფლებას ვერ დაიცავს და ამ კითხვაზე პასუხი თავად საზოგადოებას შეუძლია გამოიტანოს.

მე ამას ვამბობ ხმამაღლა, მე 13 წელია, მოსამართლე ვარ… მე მგონია, რომ მოსამართლის მთავარი ამოცანა ის კი არ არის, რომ სამართლებრივად თავი გაიმართლოს, რომ ვერავინ მას ანგარიში ვერ მოსთხოვოს მის გადაწყვეტილებაზე, არა, მოსამართლის, ყოველ შემთხვევაში ჩემი, ყოველთვის არის ამგვარი, რომ მე მორალურად დავიცვა თავი.

მოსამართლე მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ ხანდახან თავიც გაწიროს და უარიც განაცხადოს, რომ: მე, ამას არ გავაკეთებ " - თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა გადაცემაში „რეაქცია“.