ტექნოლოგიები / 25-05-2026

"შესაძლოა, მომდევნო რამდენიმე საათის განმავლობაში მსოფლიომ კარგი ამბები შეიტყოს"

"გარკვეული მნიშვნელოვანი პროგრესი მიღწეულია, თუმცა არა საბოლოო. არ მინდა დავაკნინო, მაგრამ მინდა სიფრთხილით აღვნიშნო, რომ ჯერ კიდევ გვაქვს სამუშაო. შესაძლოა, მომდევნო რამდენიმე საათის განმავლობაში მსოფლიომ კარგი ამბები შეიტყოს, სულ მცირე, სრუტესთან და იმ პროცესთან დაკავშირებით, რომელმაც საბოლოოდ შეიძლება იქ მიგვიყვანოს, სადაც პრეზიდენტს სურს.

მოსაზრება, რომ პრეზიდენტი დათანხმდება შეთანხმებას, რომელიც საბოლოოდ ირანს უფრო ძლიერ პოზიციაში დააყენებს ბირთვული ამბიციების თვალსაზრისით - აბსურდულია. ეს უბრალოდ არ მოხდება. ჰორმუზის სრუტე მათ არ ეკუთვნის. ეს საერთაშორისო საზღაო გზაა. ისინი ახლა ამ გზაზე კომერციული გემების განადგურებით იმუქრებიან. თუ ამას ნორმად ვაქცევთ, საშიშ პრეცედენტს შევქმნით, რომელიც მსოფლიოს მრავალ ადგილას შეიძლება გამეორდეს." - აცხადებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო.