"შესაძლოა, კიდევ 500 000 რუს სამხედროს დავუპირისპირდეთ. გვჭირდება ახალი დამოკიდებულება მობილიზაციისადმი და ახალი ზომები"
„სერიოზული პრობლემა მქონდა არა დღეების ან კვირების, არამედ თვეების განმავლობაში გენშტაბის უფროსსა და თავდაცვის სამინისტროს შორის თანამშრომლობასა და ურთიერთობაში. არის გარკვეული საკითხები, რომლებიც უნდა გადავჭრათ და მათი გადაჭრა მხოლოდ სამინისტროსა და არმიის თანამშრომლობითაა შესაძლებელი. ცალმხრივად ამის გადაჭრა შეუძლებელია. მთავარი გამოწვევა მობილიზაციაა. შესაძლოა, კიდევ 500 000 რუს სამხედროს დავუპირისპირდეთ. გვჭირდება ახალი დამოკიდებულება მობილიზაციისადმი და ახალი ზომები. მე მჭირდება ერთიანობა ამ ორ ინსტიტუტს შორის.
მეორე მომენტი საჰაერო თავდაცვაა. არ გვაქვს საკმარისი ანტისარაკეტო სისტემები. მოლაპარაკებების დრო არ მაქვს. მოვუსმინეთ, არ მაქვს იმის დრო, ჯერ ერთ მხარეს მოვუსმინო და მერე მეორეს, რადგან ეს ორი მხარე უნდა ხვდებოდეს არა ყოველდღე, არამედ ყოველ საათში, სანამ ჩვენი ცა დაცული არ იქნება. არ მჭირდება იმის გარკვევა, ვინ არის მართალი და ვინ არა" - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.