"შესაძლო ღალატს რომ ჰქონდა ადგილი, მაგას მივხვდით ალბათ, როდესაც დავიძარით უკვე ათონელისკენ" - პაატა ბურჭულაძის შვილი
"შესაძლო ღალატს რომ ჰქონდა ადგილი, მაგას მივხვდით ალბათ, როდესაც დავიძარით უკვე ათონელისკენ. მე ცოტა უკან ვიყავი, გვიან მივედი შედარებით და როდესაც ვნახე მერე კადრები, რაც მოხდა, მანდ უკვე მივხვდი, რომ რაღაც ვერ იყო ისე, როგორც გეგმაში შეიძლება, რომ ყოფილიყო გაწერილი.
უკვე მურთაზის სიტყვებმა დაადასტურა ეს, რომ შიგნით იყო დიდი ღალატი. შეიძლება გეგმის ნაწილი იყო ათონელზე ჩასვლა, მაგრამ ათონელზე რაც მოხდა, ეს დარწმუნებული ვარ, ვერავინ ვიტყვით, რომ ეს იყო გეგმის ნაწილი ან გეგმა "ბ" არ იყო...
ვერავინ დავიჯერებთ, ეს იყო ღალატი. სულ სხვა რაღაც უნდა მომხდარიყო, სავარაუდოდ, და მე კიდევ იქით მივდივარ, რომ რახან პაატა იძახდა სულ, რომ მშვიდობიანი ფორმით უნდა მოხდეს ეს ყველაფერი, წარმომიდგენია, პირდაპირ რომ ვთქვათ, ღია კარების ვარიანტი, რომ ჩავიდოდით, არ უნდა ყოფილიყო სავარაუდოდ შეხლა-შემოხლა. არ ვიცი, იქიდან უნდა გადმოსულიყვნენ აქეთ მხარეს თუ რა იყო" - პაატა ბურჭულაძის შვილი, ლექსო ბურჭულაძე.