პოლიტიკა / 05-10-2025 / 83 Views

"ბურჭულაძემ დამხობა დაიწყო, ჩავარდა და ამის შემდეგ გაემიჯნენ. ეს არის ბევრად უფრო სამარცხვინო" - ირაკლი კობახიძე

„ერთი რამ არის სამარცხვინო და ვსაუბრობ აქციის მონაწილეებზე - როდესაც 4 საათზე აქცია დაანონსდა, ყველამ იცოდა, რომ ეს დამხობის აქცია იყო. აქცია ასე იყო დაანონსებული. ვინც 4 საათზე აქციაზე მივიდა, ყველა დამხობის აქციაზე მივიდა, რომელიც დაანონსებული იყო ბურჭულაძის და მისი პარტნიორების მიერ.

რა თქმა უნდა, ბურჭულაძის და ორგანიზატორების საქციელი სამარცხვინოა, მაგრამ მათზე ბევრად სამარცხვინოა იმ ადამიანების საქციელი, რომლებიც ბურჭულაძეს ჩავარდნილი დამხობის შემდეგ გაემიჯნენ. ბურჭულაძის მიერ დაანონსებულ დამხობის აქციაზე მივიდნენ, ბურჭულაძემ დამხობა დაიწყო, ჩავარდა და ამის შემდეგ გაემიჯნენ. ეს არის ბევრად უფრო სამარცხვინო.

ეს ყველაფერი ძალიან სამარცხვინოა და ესეც „ნაცის“ სახეს აჩვენებს“, - ირაკლი კობახიძე.