ბიზნესი / 26-11-2025 / 229 Views

შავი პარასკევი 2025: “ალტაში” ტექნიკის განახლების დროა

ნუ დაელოდები ტექნიკის გაფუჭებას - დაზიანებული ტელეფონით ან მოძველებული ლეპტოპით მუშაობას ხშირად ფორსმაჟორამდე მივყავართ, როდესაც უფრო მეტის გადახდა გვიწევს ტექნიკის განახლებაში, ვიდრე დაგეგმილი შენაძენისას გვექნებოდა. თუ ამჩნევ, რომ ტექნიკის განახლების დრო მოვიდა, მაშინ ნოემბრის ბოლო საუკეთესო პერიოდია - ალტა მომხმარებელს წელსაც განსაკუთრებულ  ფასდაკლებებს სთავაზობს ტექნიკის უდიდეს ნაწილზე.

ყველა ტიპის მომხმარებელი შეძლებს იპოვოს მოდელი, რომელიც მის მოთხოვნებსა და ბიუჯეტს შეესაბამება. შავი პარასკევი ალტაში უკვე დაიწყო და ფასდაკლებას გთავაზობთ როგორც მსოფლიოს წამყვანი ბრენდების უახლეს ფლაგმანებზე, ისე ბიუჯეტურ და პრაქტიკულ მოდელებზე.

თუ სამზარეულოს განახლებაზე ფიქრობ, ალტა აქაც დაგეხმარება. აქციები ვრცელდება პრემიუმ კლასის მსხვილი საოჯახო ტექნიკაზე და უფრო ბიუჯეტურ, მაგრამ სანდო ბრენდების მოდელებზეც. შეგიძლია განაახლო მაცივარი თუ გაზქურა, დააყენო ხარისხიანი გამწოვი ან ჰაერის გამწმენდი, ან უბრალოდ განაახლო სამზარეულოს ტოსტერი, ელექტრო ჩაიდანი თუ ყავის აპარატი იმისთვის, რომ დილა გემრიელად დაიწყო და თან ნაკლები დრო დახარჯო.

თუ გართობის საყვარელი ფორმა ფილმებისა თუ სერიალების ყურებაა, მაშინ გამოსახულების ხარისხს შენთვის დიდი მნიშვნელობა ექნება. ალტას დახმარებით შეგიძლია გამოცდილება გაიუმჯობესო. შავი პარასკევის 2025 წლის აქციის ფარგლებში საუკეთესო პირობები ვრცელდება უახლესი თაობის ტელევიზორებსა და აუდიო სისტემებზე.

და, რაც მთავარია, სასურველი ნივთების შესაძენად სახლიდან გასვლაც კი არაა საჭირო. Alta.ge-ზე პირდაპირ შეგიძლია შეარჩიო ტექნიკა, შეადარო სხვადასხვა მახასიათებლები და შეიძინო სასურველი მოდელი შენაძენს ალტას კურიერი პირდაპირ სახლში მოგაწვდის, მთელი საქართველოს მასშტაბით.