"საზოგადოებას აჯერებენ, რომ თითქოს ეკონომიკური ზრდის მიუხედავად ხალხი უფრო ღარიბდება"
"ეს სულ სპეკულაციებია, სულ მანიპულაციური ჟონგლიორობა რაოდენობებით, კონკრეტული შემთხვევებით, თან ძირითადად ასეთ თავდასხმებს, სპეკულაციებს და ასე შემდეგ ახორციელებენ ოპოზიციიდან იმ პირობებში, როდესაც ყველამ კარგად იცის, რა არის რეალურად მიზეზი, მაინც სპეკულაციურად საზოგადოებას აჯერებენ, რომ თითქოს ეკონომიკური ზრდის მიუხედავად ხალხი უფრო ღარიბდება და ასე შემდეგ, ეს აბსოლუტურად არასწორი დასკვნაა, ეს იმთავითვე ყველამ უნდა იცოდეს" - მიხეილ სარჯველაძე „იმედზე“.