ტექნოლოგიები / 23-02-2026

"პირველი მარტიდან ის უცხოელი, ვისაც სურს დასაქმება საქართველოში, უნდა მოიპოვოს ამისთვის სპეციალური ნებართვა"

"პირველი მარტიდან ის უცხოელი, ვისაც სურს დასაქმება საქართველოში, უნდა მოიპოვოს ამისთვის სპეციალური ნებართვა.

ამ ნებართვების გაცემის პროცესი და ადმინისტრირება საქართველოს ექნება მკაცრად გაწერილი და ნებართვების გაცემა მოხდება მხოლოდ იმ სფეროებში, სადაც კრიტიკული აუცილებლობა არსებობს, ასე ვთქვათ, კვალიფიციური და გარეშე კადრების დასაქმების.

იქ, სადაც ჩვენი მოქალაქეების მხრიდან მოთხოვნა არის ჭარბი და პირიქით მსურველები არიან ბევრი, აქ მაქსიმალურად შეიზღუდება და შეიძლება ნულამდეც დავიდეს ამ ადამიანების დასაქმება" - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ TV იმედის ეთერში.

შეგახსენებთ, რომ ქართულმა ოცნებამ მუდმივი ბინადრობის არმქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს კურიერებად, ტაქსის მძღოლებად და გიდებად მუშაობა აუკრძალა.