პოლიტიკა / 12-02-2026

"სანქციების მე-20 პაკეტზე მუშაობა ჯერ კიდევ გრძელდება"

"სანქციების მე-20 პაკეტზე მუშაობა ჯერ კიდევ გრძელდება. ჩვენ ბევრი წინადადება წარვადგინეთ, ასევე ველოდები განხილვებს დიდი შვიდეულის შეხვედრის ფარგლებში საზღვაო მომსახურების ნაწილთან დაკავშირებით.

ასე რომ, კონკრეტულ წინადადებებზე კომენტარს არ გავაკეთებ, რადგან, როგორც იცით, სანამ ყველაფერზე არ შევთანხმდებით, არაფერია შეთანხმებული“  - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა ყულევის პორტის შესაძლო სანქციების შესახებ „პუბლიკის“ ჟურნალისტის მიერ დასმულშეკითხვის შემდეგ.