პოლიტიკა / 24-07-2026

"სახელმწიფო მდივანმა 180 დღის განმავლობაში აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების დეტალური 5-წლიანი სტრატეგიაც უნდა მოამზადოს"

ამერიკის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა თავდაცვის აქტი, რომლის მიხედვითაც, საქართველოში რუსული და ჩინურ დაზვერვის შეღწევა უნდა გამოიკვლიონ, საქართველოსთან სამხედრო საკითხებში ორმხრივი კონტაქტების დროს კი მუდმივად უნდა დაისვას პოლიტპატიმრების საკითხი.

დოკუმენტის მიხედვით, კანონად ქცევიდან არაუგვიანეს 180 დღის განმავლობაში, ამერიკის თავდაცვის მდივანმა ეროვნული დაზვერვის დირექტორთან და სახელმწიფო მდივანთან კოორდინაციით კონგრესის შესაბამის კომიტეტებს საიდუმლო ანგარიში უნდა წარუდგინოს.

სახელმწიფო მდივანმა 180 დღის განმავლობაში აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების დეტალური 5-წლიანი სტრატეგიაც უნდა მოამზადოს.