„საქართველოვ, შენი ბრძოლა ჩვენი ბრძოლაა. ეს არის ბრძოლა ევროპისთვის. ეს არის იგივე ბრძოლა რუსული იმპერიის წინააღმდეგ“
26 მაისის აქციაზე საქართველოს მოქალაქეებს სიტყვით მიმართა ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიენემ:
"ჩემთვის არის დიდი პატივი, რომ თქვენ პირისპირ ვიდგე. დიდი მადლობა თქვენ, რომ მომეცით შესაძლებლობა ვიყო თქვენთან ერთად ამ ძალიან მნიშვნელოვან დღეს. თქვენ ხართ განსაცვიფრებელი. თქვენ ხართ ჩემი გმირები. თქვენ ხართ გმირები მრავალი ადამიანისა, ევროპაში. მე მინდა გადმოგცეთ მილოცვა ჩემი კოლეგების, რომლებიც არის თქვენი მხარდამჭერი და გულშემატკივარი. ასევე მინდა გადმოგცეთ მიმართვა თქვენ, ქალბატონო პრეზიდენტო.
დღეს მე ასევე მინდა გითხრათ რამდენიმე სიტყვა თქვენს მშობლიურ ენაზე. მე მინდა გადმოგცეთ მხარდაჭერა ლიეტუვის ბევრი წარმომადგენლის, რომელიც მუდმივად არის თქვენ გვერდით. ქართველ ხალხს კარგად ესმის, რა არის თავისუფლების ფასი, ისევე როგორც მოლდოვაში და ბელარუსში.
საქართველოვ, შენი ბრძოლა ჩვენი ბრძოლაა. ეს არის ბრძოლა ევროპისთვის. ეს არის იგივე ბრძოლა რუსული იმპერიის წინააღმდეგ. ეს ის ბრძოლაა, რომელიც გრძელდება წლებია. პუტინი არის ადამიანი, რომელსაც ყველაზე მეტად ეშინია რუსების. ლუკაშენკო არის ადამიანი, რომელსაც ასევე ეშინია თავისი ხალხის. ათასობით ადამიანი დღეს ციხეშია გამოკეტილი. არის კიდევ ერთი ადამიანი, რომელსაც ძალიან ეშინია ქართველების. ეს რეჟიმი, რომელიც დღეს მართავს ქვეყანას და საქართველოს მოსახლეობის ნება, სრულიად შეუთავსებელია დღეს.
ისტორია თქვენ გიყურებთ. ქართველმა ხალხმა უკვე თქვა, რა უნდა მას. არ აქვს მნიშვნელობა, რას გამოიყენებენ ბოროტი დიქტატორები ხალხის წინააღმდეგ. მე მინდა გამოვხატო ჩემი სოლიდარობა პოლიტპატიმრების მიმართ. მე აქ ვარ იმისთვის, რომ სოლიდარობა გამოვხატო მზია ამაღლობელის, ზურაბ ჯაფარიძის, მიხეილ სააკაშვილის და ბევრი სხვა ადამიანის მიმართ, რომელიც დღეს ციხეშია.
გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს. საქართველო არის ევროპა. მე აქედან მინდა გამოვხატო ჩემი მხარდაჭერა მამაცი ქვეყნის, უკრაინის მიმართ. მე მჯერა გაერთიანებული ევროპული დემოკრატიის. მე მჯერა მამაცი ქართველი ხალხის. ღმერთმა დალოცოს საქართველო", - ეს არის რასა იუკნევიჩიენეს სიტყვა, რომელიც მან 26 მაისის აქციაზე წარმოთქვა.