ბიზნესი / 05-09-2025 / 83 Views

საქართველო vs ბულგარეთი - ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ სპორტსმენებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე

საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია.

7 სექტემბერს, 17:00 საათზე, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში, საქართველოს საფეხბურთო ნაკრები თურქეთთან თამაშის შემდეგ მეორე შეხვედრას ბულგარეთთან გამართავს.

ჯამში 6 ტურიან საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრები E ჯგუფში თურქეთის, ესპანეთის და ბულგარეთის წინააღმდეგ თამაშობს. აქ თითოეულ ქულას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ჯგუფში პირველადგილოსანი გუნდი  კანადაში, მექსიკასა და აშშ-ში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს ავტომატურად მოიპოვებს. მეორეადგილოსანი კი მუნდიალისთვის ბრძოლას პლეი ოფის ეტაპზე გააგრძელებს. 

საკვალიფიკაციო ეტაპზე, ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდის შემადგენლობა ასე გამოიყურება: 

მეკარე: გიორგი მამარდაშვილი, ლუკა გუგეშაშვილი, დავით კერესელიძე;

დაცვა: გურამ კაშია, ოთარ კაკაბაძე, ირაკლი აზაროვი, ლუკა ლოჩოშვილი, გიორგი გოჩოლეიშვილი, საბა გოგლიჩიძე, საბა ხვადაგიანი;

ნახევარდაცვა:  გიორგი ქოჩორაშვილი (სპორტინგი), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა), ნიკა გაგნიძე, ვლადიმერ მამუჩაშვილი, ნოდარ ლომინაძე, გიორგი წიტაიშვილი, გიორგი აბუაშვილი, ზურიკო დავითაშვილი, საბა ლობჟანიძე, ხვიჩა კვარაცხელია;

თავდასხმა: გიორგი მიქაუტაძე, ბუდუ ზივზივაძე, გიორგი გულიაშვილი, გიორგი კვერნაძე.

შეხვედრების განრიგი კი ასეთია:

07.09, 17:00 | საქართველო v ბულგარეთი

11.10, 22:45 | ესპანეთი v საქართველო

14.10, 22:45 | თურქეთი v საქართველო

15.11, 21:00 | საქართველო v ესპანეთი

18.11, 23:45 | ბულგარეთი v საქართველო

ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ სპორტსმენებს. საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორი.