მსოფლიო / 27-01-2026

"საგარეო საქმეთა მინისტრ პიტერ სიიარტოს დავავალე, უნგრეთში უკრაინის ელჩი გამოიძახოს"

„გასულ კვირას უკრაინელმა პოლიტიკურმა ლიდერებმა და თავად პრეზიდენტმაც კი შეურაცხმყოფელი და მუქარის შემცველი კომენტარები გააკეთეს უნგრეთისა და უნგრეთის მთავრობის მიმართ.

ჩვენმა ეროვნული უსაფრთხოების ორგანიზაციებმა შეაფასეს უკრაინის ეს უახლესი თავდასხმა და დაადგინეს, რომ მომხდარი კოორდინირებული უკრაინული ზომების სერიის ნაწილია, რომლითაც ისინი უნგრეთის არჩევნებში ჩარევას აპირებენ.

არ შეგვიძლია, დავუშვათ, რომ საფრთხე შეექმნას უნგრეთის სუვერენიტეტს ან უნგრული არჩევნების მთლიანობას. ამიტომ დღეს საგარეო საქმეთა მინისტრ პიტერ სიიარტოს დავავალე, უნგრეთში უკრაინის ელჩი გამოიძახოს. ჩვენ დავიცავთ უნგრეთის სუვერენიტეტსა და ინტერესებს“ - განაცხადა უნგრეთის პრემიერ მიისტრმა, ვიქტორ ორბანმა.