სოც. მედია / 27-01-2026

"მტკიცებები იმის შესახებ, თითქოს საქართველოს მთავრობამ შეაჩერა მოლაპარაკებები ან ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი, ფაქტობრივად არაზუსტია"

„გამოითქვა შეშფოთება საქართველოს ევროპული გზიდან შესაძლო გადახვევის თაობაზე. ამასთან დაკავშირებით, მსურს ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ევროკავშირში გაწევრება რჩება ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მთავარ მიზნად, რაც განმტკიცებულია შესაბამისი კონსტიტუციური დებულებებით.

შესაბამისად, მტკიცებები იმის შესახებ, თითქოს საქართველოს მთავრობამ რამენაირად შეაჩერა მოლაპარაკებები ან ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი, ფაქტობრივად არაზუსტია.

ევროკავშირს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება საქართველოსთან გაწევრების შესახებ მოლაპარაკებების გახსნაზე. შესაბამისად, რეალურად არ არსებობს მოლაპარაკებები, რომლებიც შეიძლება შეჩერდეს" – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილის მოადგილე, ხათუნა თოთლაძემ ჟენევაში, სადაც საქართველოს შესახებ საგანგებო მოსმენა გაიმართა.