რუსეთში ერთ-ერთმა უდიდესმა ნავთობქიმიურმა კომპლექსმა - Салават - უკრაინული დრონების თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა
რუსეთში ერთ-ერთმა უდიდესმა ნავთობქიმიურმა კომპლექსმა - Салават - უკრაინული დრონების თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა. ამის შესახებ სააგენტო Reuters იტყობინება. გამოცემის ცნობით, ქარხანაში პირველადი გადამუშავების ორივე დანადგარი დაზიანდა და გაჩერდა - CDU-6 - სიმძლავრით 17 140 ტონა დღე-ღამეში; CDU-4 - რომელსაც დღე-ღამეში 11 430 ტონა ნავთობისა და გაზის კონდენსატის გადამუშავება შეუძლია.
მათივე ინფორმაციით, ასევე დაზიანდა მეორადი გადამუშავების ზოგიერთი დანადგარი და სხვა აღჭურვილობა. წყაროები ვარაუდობენ, რომ აღდგენითი სამუშაოები შესაძლოა რამდენიმე კვირა ან თვეც კი გაგრძელდეს.