აშშ-ის კონგრესმა შესაძლოა, ტრამპს მიანიჭოს უფლებამოსილება, რომ რუსული ნავთობის შემსყიდველებზე 100%-მდე ტარიფები დააწესოს
აშშ-ის კონგრესმა მიმდინარე კვირას, შესაძლოა, ტრამპს მიანიჭოს უფლებამოსილება, რომ რუსული ნავთობის შემსყიდველებზე 100%-მდე ტარიფები დააწესოს. ინფორმაციას The Wall Street Journal ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ კანონპროექტის თანახმად, რომელიც, ძირითადად, ჩინეთსა და ინდოეთს შეეხება, ტრამპს შეუძლია, საკუთარი შეხედულებისამებრ ტარიფები ცალკეულ ქვეყნებსა და კომპანიებზე დააწესოს, რომლებიც რუსულ ენერგორესურსებს ყიდულობენ ან მათ შეძენას ხელს უწყობენ
ასევე, ცნობილია, რომ აღნიშნული კანონპროექტი ტარიფების გარდა რუსეთის თავდაცვის, ენერგეტიკისა და საფინანსო სექტორის კომპანიების, ასევე, „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ სანქციებს ითვალისწინებს.