"რუსეთი სრულად ერთგულია უკრაინაში მშვიდობის მიღწევის" - უიტკოფი
"ბოლო ორი დღის განმავლობაში ფლორიდაში რუსეთის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კირილ დმიტრიევმა ამერიკულ დელეგაციასთან ნაყოფიერი და კონსტრუქციული შეხვედრები გამართა, რომელიც უკრაინის საკითხზე პრეზიდენტ ტრამპის სამშვიდობო გეგმის წინსვლას ემსახურება.
ამერიკულ დელეგაციაში შედიოდნენ სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი, ჯარედ კუშნერი და თეთრი სახლის თანამშრომელი ჯოშ გრუენბაუმი.
რუსეთი სრულად ერთგულია უკრაინაში მშვიდობის მიღწევის. რუსეთი მაღალ შეფასებას აძლევს შეერთებული შტატების ძალისხმევასა და მხარდაჭერას უკრაინული კონფლიქტის მოგვარებისა და გლობალური უსაფრთხოების ხელახალი დამყარების საქმეში“ - დაწერა პლატფორმა X-ზე ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების ფარგლებში სტივ უიტკოფმა.