რუსეთი ომში 8-ჯერ მეტ სამხედროს კარგავს, ვიდრე უკრაინა - კვლევა
სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის [CSIS] ანგარიშის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ ომის საწყის ეტაპზე დანაკარგების ფარდობა რუსეთსა და უკრაინას შორის 2:1 ან 3:1-ზე იყო, 2026 წლის პირველ ნახევარში რუსეთის დანაკარგების ტემპი მკვეთრად გაიზარდა და თითქმის 8:1-თან შეფარდებას მიაღწია. ამავე კვლევით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა მოკლულებისა და დაჭრილების სახით, ჯამში, დაახლოებით 1,4 მილიონი ადამიანი დაკარგა. დანაკარგების შეფასებისას CSIS ეყრდნობა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებს, "მედიაზონისა" და BBC-ის რუსული სამსახურის შეფასებებს, ასევე ინტერვიუებს ამერიკელ, ევროპელ, უკრაინელ და სხვა ოფიციალურ პირებთან.