საზოგადოება / 15-12-2025

"როგორც ადვოკატთა ასოციაციას შეეფერება, ჩატარდება მეორე ტური და დაველოდოთ საბოლოო გადაწყვეტილებას" - ყანდაშვილი

„არჩევნებში ადვოკატებმა ჩვენი პოზიცია დავაფიქსირეთ. ამ ეტაპზე თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით მეორე ტური არის. რაც შეეხება, საბჭოს, აღმასრულებელ და ეთიკის კომისიას, იქ უკვე შედეგები ცნობილია.

მოხარული ვარ, რომ ჩემი თანამოაზრეების უმრავლესობა არის ამ ორგანოებში, თუმცა ჩვენ ყველანი ერთი დიდი ოჯახის წევრები ვართ. ვულოცავ მეორე ადგილზე გასულ კანდიდატს, მეორე ტური დაინიშნა. როგორც ადვოკატთა ასოციაციას შეეფერება, ჩატარდება მეორე ტური და დაველოდოთ საბოლოო გადაწყვეტილებას",- ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატი, ირაკლი ყანდაშვილი.