"მეორე ტური არის წინ და მეორე ტურში ყველა ერთად გავიმარჯვებთ" - ჩომახაშვილი
"ჩვენ კოალიციურად უფრო მეტი ხმა ავიღეთ, ვიდრე ირაკლი ყანდაშვილმა. ირაკლი ყანდაშვილი მისწრებს 174 ხმით, თუმცა დაინიშნა მეორე ტური. იმ პირობებში, როდესაც უამრავი დისკრედიტაცია და ტყუილი ვრცელდებოდა ჩემზე, მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ადვოკატს, ყველა ჩემს კოლეგას, რომელმაც მხარი დამიჭირა და არჩევნებში მონაწილეობა მიიღო.
მეორე ტური არის წინ და მეორე ტურში ყველა ერთად გავიმარჯვებთ" - ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატი, ირაკლი ჩომახაშვილი.