რა საკითხები განიხილება დღევანდელ სინოდის სხდომაზე? - ცურტაველი მიტროპოლიტის, მეუფე ვახტანგის განმარტება
"უნდა განვიხილოთ მართვა-გამგეობის დებულება. განიხილება განათლების და ასაკის საკითხი. პროცედურა ისეთი რამაა, რომ ექვემდებარება განსჯას. ყველას ექნება თავისი სიტყვა, კონკრეტული აზრი და ჩვენ ჩამოვყალიბდებით. არის საკითხები, რომელიც ექვემდებარება კანონს, დებულებას და არის საკითხები, რომელზედაც კონკრეტული თვალსაზრისით უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება. ეს საკითხებია: ასაკი - როგორ უნდა განისაზღვროს საპატრიარქო ასაკი. უნდა იყოს აუცილებლად მინიმუმ 40 წლის ასაკის, მაქსიმალური კი 70 წელი არსებობს. 70 წელი შეიძლება შეუსრულდეს ადამიანს რაღაც დღეებში და შესაძლოა, ორ თვეში. ჩვენ უნდა მივიღოთ პრინციპული გადაწყვეტილება, ეს იქნება 70 წელი, თუ კიდევ დავამატოთ 2 წელიწადი. ყველაფერი შესაძლებელია.
გააჩნია ჩვენ, სინოდის წევრები როგორც ჩამოვყალიბდებით. მეორე - განათლების საკითხი. კარგია, როცა ადამიანს აქვს უმაღლესი საერო განათლება, მაგრამ აუცილებელია საპატრიარქო კანდიდატს ჰქონდეს თეოლოგიური განათლება, საღვთისმეტყველო განათლება, ეს აუცილებელი პირობაა.
შეიძლება ადამიანებს ჰარვარდი ჰქონდეს დამთავრებული, მაგრამ აუცილებელი ყოფილა თეოლოგიური განათლება. ეს არის გადასაწყვეტი და მისაღები. აუცილებელია საპატრიარქო კანდიდატს ჰქონდეს თეოლოგიური განათლება და ზოგადადაც განათლებული ადამიანი უნდა იყოს“ - განაცხადა ცურტაველმა მიტროპოლიტმა, მეუფე ვახტანგმა „ტვ პირველთან“.