მსოფლიო / 03-04-2026

გენერალმა რენდი ჯორჯმა აშშ-ის არმიის შტაბის უფროსის თანამდებობა დატოვა

გენერალმა რენდი ჯორჯმა აშშ-ის არმიის შტაბის უფროსის თანამდებობა დატოვა - წერს პლატფორმა X-ზე პენტაგონის ოფიციალური წარმომადგენელი, შონ პარნელი. თუმცა მას ჯორჯის გადადგომის მიზეზი არ დაუსახელებია.

"გენერალი რენდი ჯორჯი დაუყოვნებლივ ტოვებს თანამდებობას და გადის პენსიაზე არმიის შტაბის 41-ე უფროსის პოსტიდან. ომის დეპარტამენტი მადლიერებას გამოხატავს გენერალ ჯორჯის მიერ ჩვენი ქვეყნის წინაშე გაწეული მრავალწლიანი სამსახურისთვის. მას ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებთ" - წერს პარნელი.

ამ ინფორმაციის გავრცელებამდე, CBS News ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ აშშ-ის ომის მინისტრმა პიტ ჰეგსეთმა აშშ-ის არმიის შტაბის უფროსს პოსტის დატოვება მოსთხოვა. მედიის ცნობით, ჰეგსეთს ისეთი შტაბის უფროსი სურს, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციის ხედვებს განახორციელებს.

ცნობილი ხდება, რომ გენერალ ჯორჯის გადადგომის შემდეგ არმიის შტაბის უფროსის მოვალეობას ჰეგსეთის უფროსი თანაშემწე, გენერალი ქრისტოფერ ლა ნივი შეასრულებს.