"რა ხდება დანარჩენი 25 სახელმწიფოს შემთხვევაში?"მათ რა, არ შეუძლიათ სანქციების დაწესება?"
"ევროკავშირმა ბოლოს და ბოლოს უნდა უპასუხოს მიზნობრივი სანქციებით პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ და მე არ მაინტერესებს, თუ ორმა წევრმა სახელმწიფომ ეს დაბლოკა ევროსაბჭოში, რა ხდება დანარჩენი 25 სახელმწიფოს შემთხვევაში?
მათ რა, არ შეუძლიათ სანქციების დაწესება?! ხელს რა უშლით?! სიჩუმე და უმოქმედობა მხოლოდ ახალისებს ანტიდემოკრატიულ ძალებს და გზავნის საშიშ სიგნალს, რომ ევროპა ყოფილი კანდიდატი ქვეყნის მოქალაქეების რეპრესიებს უშედეგოდ ტოვებს" - განაცხადა ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ მიმდინარე დებატებზე ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ.