საზოგადოება / 12-03-2026

"ასეთი ქმედებებითა და კანონებით საქართველოს ნამდვილად არ აქვს ხელმისაწვდომი გზა ევროკავშირის წევრობისკენ"

"ჩვენი პირველი გზავნილი მიემართება საქართველოს ხელისუფლებას: ასეთი ქმედებებითა და კანონებით საქართველოს ნამდვილად არ აქვს ხელმისაწვდომი გზა ევროკავშირის წევრობისკენ, არც 2030 წლამდე, როგორც თქვენი მაღალჩინოსნები ამტკიცებენ და არც საერთოდ, თუ ეს კურსი გაგრძელდება...

მეორე, ევროკავშირი გამოხატავს სოლიდარობას მათ მიმართ, ვინც სასტიკად დააკავეს და პატიმრობაში არასათანადოდ მოეპყრნენ ბოლო 2 წლის განმავლობაში, მათ შორისაა ელენე ხოშტარია.

ევროკავშირი გმობს ამ პოლიტიკურ რეპრესიებს ოპოზიციონერი ლიდერების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ და მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ დაუყოვნებლივ, უპირობოდ გაათავისუფლოს ყველა სასტიკად დაკავებული პატიმარი" - განაცხადა ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ მიმდინარე დებატებზე ევროკომისარმა ვოპკე ჰოეკსტრამ.