მსოფლიო / 23-03-2026

"პუტინს არ სურს ომის დასრულება. მაგრამ მთავარი ის არის, რომ ეს მსოფლიოს სურს"

"დღეს მოვისმინეთ ჩვენი დელეგაციის ანგარიში. ამერიკაში ტრამპის წარმომადგენლებთან შეხვედრის მეორე დღეა. ფაქტობრივად, ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა შეხვედრები. გასაგებია, რომ ამ პერიოდში ამერიკული მხარის ყურადღება უპირველეს ყოვლისა ირანის ირგვლივ და იმ რეგიონში არსებული სიტუაციისკენაა მიპყრობილი, თუმცა რუსეთის ეს ომი უკრაინის წინააღმდეგ უნდა დასრულდეს. მე მადლობელი ვარ ამერიკელი საზოგადოების, უკრაინისთვის ღირსეული მკაფიო მხარდაჭერისთვის.

მნიშვნელოვანია, რომ აგრესორმა ამ ომისთვის ჯილდო არ მიიღოს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ომი არ განახლდეს რამდენიმე თვეში. უკრაინისა და მთელი ევროპის უსაფრთხოების გარანტიები უნდა იყოს საკმარისი.

ველოდები, რომ ჩვენი დელეგაციის უკრაინაში დაბრუნების შემდეგ, დეტალურად განვიხილავთ შეხვედრების ყველა ასპექტს, რომელთა განხილვაც ჯერჯერობით ტელეფონით უსაფრთხოების გამო შეუძლებელია. არის სიგნალები, ტყვეების გაცვლის გაგრძელების შესახებ, ეს ნამდვილად კარგი სიახლეა და იმის დადასტურება, რომ დიპლომატია მუშაობს. ვიმედოვნებთ, რომ ეს გამოვა.

ზოგადად, ვითარება კვლავ საკმაოდ ნათელია: პუტინს არ სურს ომის დასრულება. მაგრამ მთავარი ის არის, რომ ეს მსოფლიოს სურს. ჩვენ ყველას ერთად შეგვიძლია გადავლახოთ ყველა სირთულე და მომავალშიც გავუმკლავდეთ ყველაფერს, რაც ამ ომმა მოიტანა" - უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკი, გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.