სამართალი / 24-10-2025 / 292 Views

პროკურატურა ღარიბაშვილის წინააღმდეგ აღკვეთის ღონისძიების სახით 1 000 000 ლარის გირაოს, პასპორტის ჩამორთმევასა და ქვეყნის დატოვების აკრძალვას ითხოვს

საქართველოს გენერალური პროკურორის განცხადებით, ყოფილ პრემიერ მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, ბრალი წარუდგინეს.

პროკურატურა ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ აღკვეთის ღონისძიების სახით 1 000 000 ლარის გირაოს, პასპორტის ჩამორთმევასა და ქვეყნის დატოვების აკრძალვას ითხოვს. მას ბრალი ოფიციალურად ცოტა ხნის წინ წარედგინა.