"ამის შესახებ 6 თვის შემდეგ დავილაპარაკოთ. ვნახოთ, რა იქნება" - ტრამპი პუტინს პასუხობს
"მიხარია, რომ ის ასე ფიქრობს. ამის შესახებ 6 თვის შემდეგ დავილაპარაკოთ. ვნახოთ, რა იქნება" | ასე პასუხობს აშშ-ის პრეზიდენტი თეთრ სახლში მიმდინარე შეხვედრაზე ჟურნალისტის შეკითხვას: "პუტინმა თქვა დღეს, რომ რუსეთისთვის ახალი არ არის აშშ-ის სანქციები და ეს რუსეთის ეკონომიკას სერიოზულ ზიანს არ მიაყენებს"
შეგახსენებთ, რომ გაერთიანებული სამეფოს შემდეგ, აშშ-მა ორი უდიდესი რუსული ნავთობკომპანია - Роснефть-ი და Лукойл-ი დაასანქცირა.
დასანქცირებასთან დაკავშირებით კი, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა თქვა: "...მათ ექნებათ გარკვეული შედეგები, თუმცა არსებითად არ აისახება ჩვენს ეკონომიკურ მდგომარეობაზე".