"პირველი 500 სამიზნე უკვე ფანქრითაა მონიშნული. უფასო და ძალიან პრაქტიკული რჩევა: ნუ გაეჩხირებით თვალში უკრაინას"
"პირველი 500 სამიზნე უკვე ფანქრითაა მონიშნული. უფასო და ძალიან პრაქტიკული რჩევა: ნუ გაეჩხირებით თვალში უკრაინას" - ამბობს უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო სისტემების ძალების მეთაური რობერტ "მადიარ" ბროვდი და ლუკაშენკოს მიმართავს.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, ბელარუსის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 18 მაისს ქვეყანაში ბირთვული იარაღის საბრძოლო გამოყენების ქვედანაყოფების წვრთნები დაიწყო, რომელიც რუს სამხედროებთან თანამშრომლობით ტარდება.