პოლიტიკა / 06-10-2025 / 159 Views

პაატა ბურჭულაძის ადვოკატი: ჯერჯერობით დუმილის უფლებას იყენებს

„სამი მუხლით არის ბრალდება წარდგენილი. თუმცა ბრალდების ოქმს კიდევ უფრო მეტად სიღრმისეულად შესწავლა სჭირდება, მათ შორის იმის გამო, რომ მტკიცებულებები ჯერ არ გადმოგვცემია, როგორც გამომძიებლისგან გავიგეთ, დღეს იქნება მტკიცებულებების გადმოცემის ნაწილიც და შესაძლოა, სავარაუდოდ, დღესვე ჩაინიშნება აღკვეთის ღონისძიებაც.

პოზიციას რაც შეეხება, ჯერჯერობით დუმილის უფლებას იყენებს. დანარჩენს უკვე მას შემდეგ გეტყვით და თვითონაც პოზიციასაც შეაჯერებს, როდესაც უკვე მტკიცებულებები გადმოგვეცემა“, - პაატა ბურჭულაძის ადვოკატ, ლევან ყაველაშვილ.