ლაშა ბერიძის ადვოკატი: „ის ბრალად წარდგენილ ქმედებას არ აღიარებს“
„მას ბრალდება ოფიციალურად გააცნეს. ოქმზე ხელმოწერით დაადასტურა, რომ მხოლოდ გაეცნო ბრალს, ის ბრალად წარდგენილ ქმედებას არ აღიარებს. ლაშა ბერიძის პოზიციაა, არანაირი კომენტარი არ გავაკეთო, ვიდრე დეტალურად არ გავერკვევით საქმის ვითარებაში. სასამართლოში მოვა და რასაც საჭიროდ ჩათვლის იტყვის, თუკი, მოუნდება", - ლაშა ბერიძის ადვოკატი, რამაზ ჩინჩალაძე.