პოლიტიკა / 28-01-2026

"ნიუ იორკ თაიმსის" ცნობით, რუსეთიდან დაღუპული, დაკარგული ან დაჭრილია 1 200 000, უკრაინის მხრიდან კი - 600 000 ჯარისკაცი

ამერიკული გავლენიანი გაზეთი, The New York Times-ის წერს, რომ ომში რუსეთს ორჯერ უფრო მეტი დანაკარგი აქვს, ვიდრე უკრაინას.

 მონაცემებს გამოცემა ვაშინგტონში სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაზე დაყრდნობით აქვეყნებს.

გაზეთის ცნობით, რუსეთიდან დაღუპული, დაკარგული ან დაჭრილია 1 200 000, უკრაინის მხრიდან კი - 600 000 ჯარისკაცი.

„მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არც ერთ მსხვილ ძალას არ განუცდია ასეთი დანაკარგები ან მსხვერპლი“ - აღნიშნულია კვლევაში.