NASA-ს ახალი მისია Artemis II მთვარისკენ გაფრინდა
NASA-ს ახალი მისია Artemis II მთვარისკენ გაფრინდა. კოსმოსური რაკეტა ჯონ კენედის სახელობის კოსმოსური ცენტრიდან რამდენიმე წუთის წინ აფრინდა.
ხომალდში სულ ოთხი ასტრონავტი იმყოფება: აშშ-ის სამი მოქალაქე, რიდ ვაისმენი, ვიქტორ გლოვერი, კრისტინა კოხი და კანადელი ჯერემინ ჰანსე.
10-დღიანი მისიის ფარგლებში კოსმონავტები მთვარეს წრეს დაარტყამენ, რის შემდეგაც დედამიწაზე წყნარ ოკეანეში დაშვებით დაბრუნდებიან. გავრცელებული ინფორმაციით, NASA-ს მიზანი მთვარეზე პირველი კოსმოსური სადგურის მშენებლობაა.
ამერიკელი ნილ არმსტრონგი იყო პირველი, რომელმაც 1969 წლის 20 ივლისს მთვარის ზედაპირზე ფეხი დადგა.