„კარგი საუბარი შედგა პრეზიდენტ ტრამპის წარმომადგენლებთან - სტივენ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან"
„კარგი საუბარი შედგა პრეზიდენტ ტრამპის წარმომადგენლებთან - სტივენ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან. ზარში ასევე მონაწილეობდნენ სენატორი ლინდსი გრემი და NATO-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე.
მადლობელი ვარ ყველასი სწორი გადაწყვეტილებების მოსაძებნად გაწეული მუშაობისთვის. უკრაინა აფასებს ამერიკის ყველა ძალისხმევას, რომელიც მიმართულია ღირსეული მშვიდობის დამყარებისკენ. შევთანხმდით, რომ ჩვენი გუნდები უახლოეს დღეებში მუდმივ კონტაქტზე იქნებიან, რათა გააძლიერონ დოკუმენტი უკრაინასა და შეერთებულ შტატებს შორის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ. სწორედ ამას შეუძლია გზა გაუკაფოს ომის საიმედო დასრულებას. გმადლობთ!“ - უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში.