"მომიტინგეების ჩამოხრჩობის ან სიკვდილით დასჯის გეგმები არ არსებობს..."
"ჩვენ სრულად ვაკონტროლებთ სიტუაციას. იმედი ვიქონიოთ, რომ სიბრძნე გაიმარჯვებს. ჩვენ არ ვძაბავთ სიტუაციას, რაც ყველასთვის კატასტროფა იქნება... მომიტინგეების ჩამოხრჩობის ან სიკვდილით დასჯის გეგმები არ არსებობს...
ირანში ახლა სიმშვიდეა" - განაცხადა Fox New-თან ინტერვიუსი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ.
პარალელურად კი, უფლებადამცველი ორგანიზაციები ავრცელებენ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ირანის ხელისუფლებამ 2000-ზე მეტი დემონსტრანტი მოკლა, ხოლო 10 ათასზე მეტი დააკავა.