მსოფლიო / 15-01-2026

"გრენლანდიასთან დაკავშირებით ამერიკასთან ფუნდამენტური უთანხმოება არსებობს... "

"გრენლანდიასთან დაკავშირებით ამერიკასთან ფუნდამენტური უთანხმოება არსებობს... ვიცე-პრეზიდენტ ჯეიდი ვენსთან და სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან შეხვედრა გულწრფელი, მაგრამ კონსტრუქციული იყო.

აშშ-ის პრეზიდენტი ტრამპი დაჟინებით მოითხოვს გრენლანდიის დაპყრობას, რაც აბსოლუტურად მიუღებელია. ჩვენ ძალიან, ძალიან ნათლად განვაცხადეთ, რომ ეს დანიის ინტერესებში არ შედის" - განაცხადა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლარს ლოკე რასმუსენმა თეთრ სახლში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ.