პოლიტიკა / 06-03-2026

"მიმდინარეობს მცდელობები, რომ ჩვენი პრეზიდენტი ალყაში მოაქციონ"

"მიმდინარეობს მცდელობები, რომ ჩვენი პრეზიდენტი ალყაში მოაქციონ. ჩვენი პრეზიდენტი, ყოველგვარი ეჭვის გარეშე, ის ფიგურაა, რომელზეც ყველაფერი დგას ჩვენს ქვეყანაში და შესაძლოა, მთელ მსოფლიოშიც კი. ყველაფერი მასზეა დამოკიდებული. ის არის ის, ვინც აკავებს პროცესებს...

მაგრამ თუ ამერიკელები და თავად ტრამპი დარწმუნდება, რომ არსებობენ სხვა რუსი ლიდერები, რომლებიც დასავლეთის მიმართ უფრო დამთმობები იქნებიან, ვიდრე ჩვენი პრეზიდენტი, მაშინ რა შეუშლით ხელს, რომ იგივე სცენარი აქაც სცადონ?

სწორედ ასეთი გათვლა იყო ირანში, როდესაც ამ ქვეყნის სუვერენი ლიდერები ფიზიკურად გაანადგურეს, რადგან ისინი ატარებდნენ პოლიტიკას, რომელიც ამერიკის ინტერესებს არ შეესაბამებოდა" - განაცხადა კრემლის პროპაგანდისტმა დუგინმა რუსულ მედიასთან ინტერვიუს დროს.