მსოფლიო / 08-07-2026

Microsoft-მა "ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში ხარჯების შესამცირებლად" 4 800 თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლა

Microsoft-მა "ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში ხარჯების შესამცირებლად" 4 800 თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლა.

ინფორმაციას ამერიკული გამოცემა CNBC ავრცელებს და წერს, რომ ეს რაოდენობა კომპანიის სამუშაო ძალის 2.1%-ს შეადგენდა. მათივე ცნობით, ყველაზე დიდი დარტყმა Xbox-ის გეიმინგ-მიმართულებას მიადგა, რომელიც თანამშრომლების 20%-ს დაემშვიდობება.