"...მას და ორბანის რეჟიმის მიერ დანიშნულ ყველა მარიონეტს თანამდებობიდან გადავაყენებთ" - მადიარი პრეზიდენტზე
"[პრეზიდენტს] ჩვენი არგუმენტების გათვალისწინება ვთხოვე. ვუთხარი, რომ თუ ოფისს ნებაყოფლობით არ დატოვებს, ამომრჩევლებისგან მინიჭებულ უფლებამოსილებას გამოვიყენებთ, კანონმდებლობას საჭირო შესწორებებით შევცვლით და მას და ორბანის რეჟიმის მიერ დანიშნულ ყველა მარიონეტს თანამდებობიდან გადავაყენებთ, იქნება ეს გენერალური პროკურორი თუ კონსტიტუციური სასამართლოს თავმჯდომარე" - უნგრეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტიის Tisza ლიდერი, პიტერ მადიარი.