მსოფლიო / 15-06-2026

"მადლობელი ვარ გაერთიანებული სამეფოსი, რომელმაც რუსეთის ნავთობფლოტის წინააღმდეგ ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა"

"მადლობელი ვარ გაერთიანებული სამეფოსი, რომელმაც რუსეთის ნავთობფლოტის წინააღმდეგ ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა და დიდი ბრიტანეთის სამხრეთ სანაპიროსთან ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერი დააკავა. ამ ომს გზა სწორედ ნავთობისა და გაზის მაღალი შემოსავლებით გამოკვებილმა რუსულმა მედიდურობამ გაუკაფა და პარტნიორების ყოველი გადაწყვეტილება, რომელიც რუსეთს ფულს ართმევს, თავად ომსაც ზღუდავს.

მადლობას ვუხდი კირ სტარმერსა და ყველა ბრიტანელს ასეთი პრინციპული სიმტკიცისთვის. ევროპამ კი სასწრაფოდ უნდა გადადგას საკანონმდებლო ნაბიჯები, რომლებიც შესაძლებელს გახდის არა მხოლოდ ტანკერების დაკავებასა და ნავთობის გადაზიდვების შეზღუდვას, არამედ მათ მიერ გადატანილი ნავთობის კონფისკაციასაც. ეს ნამდვილად დაგვეხმარება მშვიდობის დაახლოებაში“ - წერს უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი X-ზე.