"მადლობას ვუხდი წარმომადგენელთა პალატის წევრებს, სენატორებსა და აშშ-ის კონგრესის ლიდერებს ამ კანონპროექტის მხარდაჭერისთვის"
"სიმბოლურია, რომ აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის მიერ ლინდსი გრემის სანქციების კანონპროექტის მიღება უკრაინის წინააღმდეგ ბალისტიკური, სხვა სახის რაკეტებითა და დრონებით განხორციელებული მორიგი რუსული თავდასხმის ღამეს დაემთხვა. დარტყმის სამიზნე კვლავ სამოქალაქო ინფრასტრუქტურა იყო, დაზიანებებია რვა რეგიონში. რუსებმა სუმისა და ოდესის ოლქებში ენერგეტიკული ობიექტები დაბომბეს. კიევსა და ოდესაში ჭურვები ჩვეულებრივ საცხოვრებელ სახლებს მოხვდა. დაშავებულია ათზე მეტი ადამიანი, მათ შორის ბავშვები. მათი ნაწილი საავადმყოფოებში გადაიყვანეს. მრავალ დასახლებაში ხანძარი გაჩნდა.
სწორედ ლინდსი გრემის კანონპროექტი და პარტნიორების სხვა მკაცრი სანქციური ნაბიჯები ამ ომის წყაროს - რუსეთის წინააღმდეგ, არის ის უაღრესად ძლიერი ინსტრუმენტი, რომელსაც შეუძლია შეაჩეროს ეს ტერორისტული ომი და მიიყვანოს რუსეთი მშვიდობის დამყარების აუცილებლობამდე. სანქციები უნდა იყოს მკაცრი, რათა მშვიდობისთვის გაწეულმა ყველა ძალისხმევამ და, კერძოდ, ამერიკასთან, ევროპასთან და სხვა მეგობრებთან ერთად ჩვენმა ერთობლივმა დიპლომატიურმა მუშაობამ შედეგი გამოიღოს. მადლობას ვუხდი წარმომადგენელთა პალატის წევრებს, სენატორებსა და აშშ-ის კონგრესის ლიდერებს ამ კანონპროექტის მხარდაჭერისთვის. რუსეთმა უნდა დაასრულოს თავისი ეს ომი" - წერს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში.